ჯანმრთელობა

ლაპის ლაზური

ლაზურიტი გამოიყენებოდა მელანქოლიის სამკურნალოდ, კრუნჩხვების (ეპილეფსიის) და ცხელებების დროს, ათავისუფლებს ადამიანს აკვიატებული და ბოდვითი აზრებისაგან, ძილში კოშმარებისგან - ფართოდ გამოიყენებოდა ფსიქიური აშლილობებისას, უძილობისას. იძლევა ჯანმრთელ ძილს, ანმტკიცებს მხედველობას, კარგია გულის დაავადებების და ბრონქული ასთმის დროს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებებს, ნევრალგიურ ტკივილებს, კარგია მოტეხილობებსი დროს. ლაპისი ითვლებოდა ნაღვლის ბუშტის კენჭების და აბორტის საწინააღმდეგო სამკურნალო ქვად, ააქტიურებს ფარისებრ ჯირკვალს, ხელს უწყობს ნორმალურ ორსულობას, ენერგიას აძლევს პატრონს. კარგია ასევე რადიკულიტის დროსაც. 

წყარო


ალმასი 

ალმასი – ადამიანებს კრიტიკულ სიტაუციებში ძალას და სულის სიმხნევეს მატებს, იცავს ფეხმძიმეებს, აიოლებს მშობირაობას. სასურველია ატარონ უშვილო ქალებმა. მამაკაცებს კი ჩუქნის გამჭრიახ თვალს.

წყარო


ფირუზი 

ფირუზი – ბედნიერების და ერთგულების ქვაა. უმჯობესია ოქროს ბუდით ვატაროთ (ვერცხლი ბოჭავს მის მოქმედებას).ფირუზი ჯანმრთელობის “ინდიკატორია”. ფერს კარგავს მძიმე ავადმყოფობის დროს, გამოჯანმრთელებისთანავე იბრუნებს ნათელ და მკვეთრ ფერს. აძლიერებს შინაგან ენერგიას, კურნავს თვალის დაავადებებს. ეხმარება პატრონს ნიჭის, ინტელექტის, მეხსიერების განვითარებაში, მყარი ფსიქიკის შენარჩუნებაში. 

წყარო 


მარგალიტი

მარგალიტი – ყველა დაავადებებისგან დამცავი თილისმა. მოაქვს სიმშვიდე, შველის უძილობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ყელზე მარგალიტების მძივის ტარება აუმჯობესებს სახის კანს და სისხლის მიმოქცევას.  

წყარო 



ოპალი

ოპალი – მეგობრობისა და სწრაფად გამოჯანმრთელების იმედის სიმბოლო. იცავს პატრონს შურისგან და ყველა უარყოფითი თვისებებისგან. ამშვიდებს, აქრობს შიშის გრძნობას. აღადგენს ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების, გულისა და ჯირკვლების მუშაობის პროცესს. იცავს ავადმყოფს მძიმე ეპილეფსიური შეტევებისგან, ხსნის ქრონიკული ბრონქიტითა და ასთმით გამოწვეულ სპაზმს. 

წყარო 


ლალი  

ლალი – აძლიერებს ადამიანის ხასიათის ძირითად თვისებებს, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს და ტოქსინებს. იცავს პატრონს სიმსივნეებისგან, აპათიისგან. აღადგენს ძალებს. ვინაიდან გააჩნია ძლიერი ენერგია, დიდი ხნით ტარების შემთხვევაში იწვევს არითმიას. 

წყარო 


სარდიონი 

სარდიონი – თანხმობის და ჯანმრთელობის ქვა. დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. უნარჩუნებს პატრონს სულიერ სიმშვიდეს. ხსნის თავის ტკივილს და თავბრუსხვევას. 

წყარო