2011/06/09

ამბობენ, ძვირფას ქვებს თავიანთი ენერგეტიკა აქვთო და  ადამიანის ხასიათსა და უნარ-ჩვევებზე მოქმედებს. მეც დამაინტერესა და მინდოდა გამერკვია, თუ რა თვისებები ახასიათებს და რა იმალება მათ სილამაზის მიღმა. 

2011/06/05

ძვირფასი ქვების უცნაური თვისებები

ძვირფას ქვებს თავიანთი ენერგეტიკა აქვთო და ხასიათსა და უნარ-ჩვევებზე მოქმედებს.

სულიერება, თვითსრულყოფა -  აქვამარინი, ამაზონიტი, ამეთვისტო.

სულიერი სიმშვიდე - გიშერი, მალაქიტი, ნეფრიტი, ობსიდიანი, პნოქსი, საფირონი.

სიცოცხლისმოყვარეობა - ავანტიურინი, აქვამარინი, ძოწი, ლალი, სერდოლიკი, ქრიზოლიტი, ფირუზი.

გამომგონებლობა - ამეთვისტო, ფირუზი, გიაცინტი, ძოწი, ტოპაზი, ქარვა.

მჭევრმეტყველება - აქატი, აქვამარინი, ბერილი, მთის ბროლი, იასპი.

გონებამახვილობა - აქატი, ალმასი, მთვარის ქვა, სერდოლიკი, ტოპაზე, იასპი.

მეხსიერება - ალექსანდრიტი, ალმასი, ფირუზი, სერდოლიკი, იასპი.

პრაქტიკულობა - აქატი, ბერილი, მთის ბროლი, ობსიდიანი.

იღბლიანობა - ალმასი, ამეთვისტო, ზურმუხტი, მთვარის ქვა, ლალი, ტოპაზი.

წყარო 

2011/05/06

ძვირფასი ქვები

ქვა ისეთივე უძველესი და ხანდაზმულია, როგორც ჩვენი პლანეტა - დედამიწა. მილიარდი და მილიონი წლების განმავლობაში იგი იყო “თავისთვის” და მხოლოდ ადამიანის გაჩენის შემდეგ ქვამ შეიძინა მეორე სიცოცხლე. ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანი იყენებდა ქვას, როგორც შრომისა და ბრძოლის იარაღს. ძვირფასი ქვების წარმოქმნა მიმდინარეობდა ყველა გეოლოგიურ დროში, დაწყებული არქაულში - მილიარდი წლის წინათ (ლაზურიტი, შპინელი) - თითქმის ჩვენ დრომდე.


ქარვის, ბალტიის ზღვის სანაპიროზე წარმოქმნა მიმდინარეობდა 200000C ტემპერატურისა და 500 ატმ.წნ. პირობებიდან ნორმალური ტემპერატურასა და წნევამდე. რომელიც დამახასიათებელია გრანიტის ქერქისთვის, მიუხედავად ასეთი გეოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური პირობებისა, ძვირფასი ქვები იშვიათია. რაც იმით აიხსნება, რომ მათი წარმოქმნა ხდება უკიდურეს ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებში. წარმოქმნის განსაკუთრებული პირობები გამოყოფს ძვირფას ქვებს მინერალთა სხვა ასოციაციებისგან, ეს განაპირობებს მათ იშვიათობას.


ძვირფასი ქვების გამოყენების ისტორია ისევე ძველია როგორც თავად კაცობრიობის ისტორია. იგი ყოველთვის იპყრობდა ადამიანის ყურადღებას. ჯერ კიდევ ზედა პალეოლითში ფერად ქვებს სამკაულებლად იყენებდნენ.


ძვირფასი ქვა მრავალჯერ ყოფილა მეგობრობის ხიდიც და ფიცის ბეჭედიც. მარჯვე მსტოვარიცა და გასაღებიც. იგი ადვილად მორგებია ქალაქებისა და ბასტიონების კარიბჭეებს. ძვირფას ქვებს დიდი ადგილი უჭირავს ქართულ ლეგენდებსა და თქმულებებში, პოეზიაში ანტიკური დროის საქართველოში საიველიერო ნივთების დამზადება უშუალოდ კავშირში იყო ძვირფასი ქვების გათლა დამუშავებასთან.ამ დროს მცხეთის ქვის საჭრელ სახელოსნოებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა და უზრუნველყოფილი იყო ძვირფასი ქვების დასამუშავებელი ფაქიზი ხელსაწყოებით. ამ დროისთვის მცხეთაში სამკაულებისთვის კერძოდ გემასათვის გამოყენებული ძვირფასი ქვები, მინერალოგიური მრავალფეროვნებით ხასიათდება.


წყარო