სილამაზე

 ლაპის ლაზური

Na6Ca2(AlSiO4)6(SO4,S,Cl)2 - ეს არის მინერალი ცისფერი-მოლურჯო ელფერით რომლის შემადგენლობაში ალუმინსილიკატი გოგირდის მინარევით. სიმტკიცე მოოსის სქემით = 5,5 იშლება გოგირმჟავაში გოგირდწყალბადის გამოყოფით Lapislazuli –
ეს ნაერთი წარმოიშვა დედამიწის ქერქში სადაც ტემპერატურა 1000 გრადუსს აღწევს გოგირშემცველი ამინომჟავებისგან ანუ - მას ორგანული წარმოშობა აქვს და შემდეგაა გადაქცეული მინერალად.

 

ფერი ვარირებს ცისფერიდან მუქ ლურჯამდე - მისი იდეალური ფერია ღრმა ლურჯი ოქროსფერი - პირიტის ჩანართებით. 

ლაზურიტი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა იუველირების მიერ როგორც ნაკლებძვირფასი, მაგრამ ლამაზი ქვა. მისგან აკეთებდნენ დეკორატიულ ნივთებს - ჭურჭელს, იყენებდნენ მოზაიკაში - უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მისი ფხვნილი როგორც კარგი ხარისხის მინერალური პიგმენტი - ლურჯი საღებავი. მის ფერზე ზემოქმედებს გარეშე ფაქტორები - მაგალითად წყალი, სიცხე, აფუჭებს მას მჟავა.
ლაზურიტის საბადოებია აღმოჩენილი ავღანეთში -სადაც მას ჩართულ იაქვს ;ამაზი ოქროსფერი ნაწილაკები, რუსეთში, ბაიკალთან, არგენტინაში, ჩილეში, აშშ, ბირმაში, ტაჯიკეთში, თერქმენეთის საზღვართთან - ბადახშანი 7000 წლის მანძილზე იყო ერთადერთი მომწოდებებლი ლაპის-ლაზურისა.


ძველ ეგვიპტეში ლაზური ითვლებოდა ქურუმთა და ფარაონთა წმინდა ქვად, მისგან ხშირად სკარაბეებს აკეთებდნენ და მას ოქროს ფასი ჰქონდა. იგი ძალზე იშვიათი ქვა იყო. ლაზურის ფერი ასოცირდებოდა ზეცასთან ხოლო ეს ფერი ღმერთების და ამონის ფერად ითვლებოდა ასევე.

 ჯერ პლინიუს უფროსი აღწერდა ლაზურიტს და საფირონს ადარებდა. სახელი ლაპსი ლაზური შეერქვა მას შუა საუკუნეებში და ოფიციალური ვერსიით იგი დაკავშირებული არაბულ სიტყვა აზულისაგან, რაც არაბულად ზეცას ნიშნავს და ლურჯი ფერის აღსანიშნავად იყენებდნენ. იტალიაში მას უწოდებდნენ - Lapis Lazzuli, საფრანგეთში კი — Pierre d' Azur. თანამედროვე სახელი გამოჩნდა მე-18 საუკუნეში. ფართოდ იყენებდნენ მას რუსეთში ვაზების და კოლოფების დასამზადებლად. ლაზურიტითაა შეპირკეთებული ისააკიის ტაძარის სვეტები. 

წყარო 

ალმასი - "იმედი"  

ამ ალმასზე თამამად შეიძლება დაიწეროს საშინელებათა ჟანრის რომანი - თანაც ალბათ მრავალტომიანი. ის არ მონაწილეობდა დიდ ომებში,  მაგრამ ეს ალმასი "კლავდა" ყველა თავის პატრონს... ყველა მისი მფლობელი უკვე იმქვეყნადაა წასული...
ევროპაში ეს ალმასი მოხვდა ჯან ბატისტ ტავერნიეს მეშვეობით, რომლის ბიოგრაფია ერთი დიდი ჰოლივუდური საგაა... ჟან ბატისტი დაიბადა ვაჭრის სახლში, მაგრამ ახალგაზრდობიდავე დაიწყო მოგზაურობა მთელს მსოფლიოში... შემოიარა მთელი ევროპა და აზია, მან გაიცნო და გაიზიარა მრავალი ქვეყნის ადათ წესები და ისწავლა უამრავი ენა. ის XVII საუკუნეში გახდა პირველი ევროპელი ფრანგი, რომელსაც უპრობლემოდ შეეძლო მისულიყო მრავალი ქვეყნის პირველ პირთან.
მან მიაღწია იმას, რომ უპრობლემოდ შეეძლო დასწრებოდა და აღეწერა გოლკონდას საბადოს მუშაობა და იგი გახდა პირველი ევროპელი, რომელსაც ევროპაში ძვირფასი ქვები ჩამოჰქონდა. იგი იყო ძვირფასი ქვების მომწოდებელი საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XIV-სთვის. ერთხელ მან მეფეს მიართვა 44 კარატიანი უიშვიათესი ცისფერი ალმასი იისფერი ელფერით, რისთვისაც მეფემ მას აზნაურობა უბოძა.

წყარო 


ალმასი - "შახი"

ალმასი "შახი" დაკავშირებულია გრიბოედოვის სახელთან.
მისი წონა 90 კარატია (18 გრ). - იგი მოყვითალო ფერის ალმასია სიგრძით 3 სმ.
ეს ალმასი იპოვეს 1450 წელს ინდოეთის ერთ-ერთ ცენტრალურ პროვინციაში. ალმასი მიართვეს შახს ქალაქ აჰმადნაგარში. 1591 წელს შახმა ნიზამმა ბრძანა ალმასის ერთ ერთ გვერდზე ამოეტვიფრათ წარწერა ფარსიზე "ბურხან-ნიზამ-შაჰ მეორე". 1000 წელი".
ამავე წელს (1591 წელს)ჩრდილოეთ ინდოეთის მბრძანებელმა დიდმა მოგოლმა აკბარმა დაიპყრო აჰმადნაგარი და ხელში ჩაიგდო ალმასი. როცა ტახტზე ავიდა მისი შვილისშვილი აკბარ შახ ჯეხანი ("მსოფლიო მბრძანებელი") ( "Властитель мира"), მან ბრძანა ალმასის ერთ ერთ გვერდზე ამოეტვიფრათ კიდევ ერთი წარწერა "დეხანგირ-შახის ძე - ჯეხან-შახი. 1051 წელი". (ეს სინამდვილეში ევროპული ჟამთაღრიცხვით 1641 წელი იყო). შახის შვილმა აურენგ-ზებმა ალმასი ჩაამაგრებინა თავისი ტახტის თავზე და გარშემო ძვირფასი ქვებით - ლალებით და ზურმუხტებით მორთო.
1738 წლამდე ალმასი "შახი" ინახებოდა დელიში.

წყარო




"რეგენტი"

ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ალმასია .
1700 წელს ინდოეთში გოლკონდის საბადოებში იპოვეს 400 კარატის (80 გრ) წონის მქონე ალმასი. ალმასი ინდოელმა მონამ იპოვა, ბარძაყი გაიჭრა და ბარძაყზე გაკეთებულ ჭრილობაში დამალა. ერთ ერთმა ინგლისელმა მეზღვაურმა გაიგო რა ალმასის შესახებ მონას დაჰპირდა თავისუფლებას და გემზე მოიტყუა, ხოლო შემდეგ ალმასი წაართვა და მოკლა. მეზღვაურმა რეგენტი 1000 ფუნტ-სტერლინგად გაყიდა. მოგვიანებით ალმასი ადგილობრივი იუველირისაგან 20 000 ფუნტად შეიძინა მადრასის გუბერნატორმა და ყოფილმა კორსარმა - ტომას პიტმა, ვისი სახელიც მიიღო ალმასმა 1717 წლამდე მანამ მას პიტი ლონდონში არ გაყიდდა 125 000 ფუნტად.
1717 წელს იგი შეიძინა საფრანგეთის რეგენტმა - ჰერცოგმა ორლეანელმა ლუდოვიკო XV-სათვის 3375 000 ფრანკად. ამ დღიდან ამ ალმასს "რეგენტი" ეწოდა.
1792 წელს - ცნობილი რევოლუციისას საფრანგეთში სამეფო კარი გაძარცვეს და "რეგენტი" დაიკარგა, თუმცა იგი კვლავ იპოვეს. საფრანგეთის რესპუბლიკურმა მთავრობამ ალმასი დააგირავა მდიდარ მოსკოველ ვაჭართან - ტრესკოვთან, ხოლო იგი მოგვიანებით გამოისყიდა გენერალმა ბონაპარტემ (ნაპოლეონ I) და ბრძანა ალმასი მის დაშნის სახელურში (ეფესში) ჩაემაგრებინათ.
1886 წელს საფრანგეთის საგანძურის აუქციონზე "რეგენტი" კვლავ გამოისყიდეს 6 მილიონ ფრანკად ლუვრის მუზეუმისათვის.
ამჟამად იგი ინახება ლუვრში - იწონის 136,75 კარატს ( 27,35 გრამს) და შეფასებულია 3 მილიონ დოლარად.

წყარო




" შავი ორლოვი"

  "შავი ორლოვი" - “Черный Орлов”
ამ ალმასის წამოშობა და მუქი ფერი გამოცანად რჩება... ის შავი ბრილიანტის რანგს განეკუთვნება.
2005 წლის გამართულ ნიუ-იუორკის საუნებისმეტყველო ისტორიის გამოფენაზე 21 სექტემბერს გაჩნდა ახალი ალმასი - "შავი ორლოვი" ანუ "ბრაჰმას თვალი". ამ ქვასთან დაკავშირებულია წყევლა, რომელიც 65 წელი გრძელდებოდა...ზოგი ფიქრობს, რომ ეს ალმასი არის იგივე "ბრაჰმას თვალი" რომელიც ჩასმული იყო ბრაჰმას ქანდაკებაში პონდიშერში- ინდოეთში. ლეგენდის მიხედვით, ეს ალმასი არის ჰინდუს ტაძრიდან (ინდოეთის სამხრეთი)- და მისი ბრალია ორი რუსი პრინცესას სიკვდილი...
ალმასი თავიდან იწონიდა 195 კარატს და იგი მოპარული და ამოღებული იქნა ბრაჰმას ქანდაკების თვალიდან - რამაც წყევლა დაადო ყველას იმას, ვინც ამ ალმასის მფლობელი გახდებოდა. 1947 წელს რუსი პრინცესა ნადია ვიეგინ-ორლოვა (Вьегин-Орлова (Nadia Vyegin-Orlov) და ლეონილა გალისტინ-ბარიატინსკაია (Leonila Galitsine-Bariatinsky) - ორივენი იყვნენ რა "შავი ორლოვის" მფლობელნი - ორივენი უეცრად გარდაიცვალნენ, თითქოსდა თვითმკვლელობის გამო...
15 წლით ადრე კი ალმასის კიდევ ერთი მფლობელი ჯ. უ. პარისი (J.W. Paris), ალმასებსი დილერი - ასევე უეცრად გარდაიცვალა - გადმოხტა რა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცათამჯენიდან, ამ ალმასის გაყიდვიდან თითქმის მაშინათვე. რომ მოეხსნათ წყევლა ალმასი დაყვეს სამ ნაწილად - ახლა ის 67,5 კარატს იწონის...
მართალია ზოგს მიაჩნია, რომ ეს ბრილიანტი ინახებოდა თავად ნადეჟდა ორლოვას საგანძურში. თუმცა ასეთი სახელის და გვარის თავადის ქალბატონი ცნობილი არაა ისტორიაში...
გარდა ამისა შავი ბრილიანტი ინდოეთში არასოდეს უხსენებიათ ისტორიიდან. ინდოეთში შავი ფერი ბოროტების სიმბოლოდ ითვლებოდა. და ბოლოს "შავი ორლოვი" დამუშავებულია კვადრატული ფორმად და ბრილიანტის ასეთი დამუშავება კი მხოლოდ 100 წლის წინ შემოიღეს.
ასე რომ საიდან გაჩნდა "შავი ორლოვი" არავის იცის. მისი მასა 67,5 კარატია.
იგი გამოტანილი იყო გამოფენაზე ნიუ-იორკში იუველირ უინსტონის მიერ. სხვა ბრილიანტებთან ერთად, როგორც იშვიათი ქვა. იგი ჩასმულია პლატინის კოლიეში და რამოდენიმეჯერ იყო გაყიდული..
ბოლოს იგი აუქციონ "სოტბის"-ზე გაიყიდა ნიუ-იორკში.
შავი ალმასები დიდი იშვიათობაა 1 ცალი 10000-ში - ეს ფერი განპირობებულია ალმასში რკინის ოქსიდის ჩანართებით - მაგნეტიტის და ჰემატიტის რკინასთან ნარევის არსებობა. თუ რკინა დიდი რაოდენობითაა - ალმასს შეიძლება მაგნიტის თვისებებიც კი ჰქონდეს.

წყარო