ჰოროსკოპი

 ლაპის ლაზური

ლაზურიტი კეთილშობილ, "კეთილ" ქვად ითვლება - მისი ტარება ყველასათვის კარგია და ლიტოთერაპევტები ურჩევენ იგი მუდმივად ატარონ. იგი ამეგობრებს ადამიანებს, აღვიძებს დადებით თბილ ემოციებს, ჩუქნის ადამიანებს წარმატებას სიყვარულში, ავითარებს სუფთა ფიქრებს და ამშვიდებს ადამიანს. მოაქვს სიკეთე, მშვიდობა და სიხარული. ამ ქვის გარშემო ჰარმონიული ველი იქმნება. იგი ათავისუფლებდა ადამიანს კომპლექსისგან და შებოჭვისაგან - ათავისუფლებს მასში დადებით ემოციებს.


ლაზურიტს აკუთვნებდნენ მაგიურ თვისებებს, კარგია ის შვილდოსანისათვის, თევზების და სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის. იგი შეიცავს ვენერას და იუპიტერის ენერგიას. იგი კარგია ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც უყვარს სიახლეები, ცხოვრობენ აქტიური ცხოვრებით. მას გულწრფელობის ქვასაც უწოდებდნენ. მას სიყვარული და წარმატება მოაქვს ცხოვრებაში.

წყარო 




აქვამირინი

აქვამარინი შეიძლება იყოს თილისმა ოქტომბრის თვეში დაბადებულთათვის. ეს ქვა დაიცავს მის მფლობელს საშიშროებებისაგან და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისაგან, ავითარებს გაბედულებას. აქვამარინი აცოცხლებს გონებას, კურნავს სიზარმაცეს, აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს მეხსიერებისა და ორატორული ხელოვნების განვითარებას. აქვამარინი უნდა ატარონ მეუღლეებმა, რადგან იგი აძლიერებს სიყვარულს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, ანეიტრალებს კამათს და ჩხუბს. გადმოცემის თანახმად, მისი შეფერილობა იცვლება მფლობელის გუნება-განწყობის მიხედვით.

წყარო 

ალმასი   

ეს ქვა მათთვისაა, ვინც აპრილში დაიბადა. მას განსაკუთრებული, უჩვეულო ძალა აქვს! ალმასი ადამიანს დაუმარცხებელს ხდის, გულადობასა და გამბედაობას მატებს. ითვლება, რომ ადამიანს, რომელიც ალმასს ატარებს, შეუძლია მშვიდად გადაიტანოს სიძნელეები და იოლად გაუმკლავდეს პრობლემებს. ეს ქვა ანელებს დაბერების პროცესს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს. იგი - ერთ-ერთი მფარველია დედობისა, დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქტიულ სისტემაზე და მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე, აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ალმასი დაგეხმარებათ გონიერების შენარჩუნებაში, გაგიძლიერებთ აბსტრაქტულ აზროვნებას, სულიერ განვითარებას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისმა ძლიერმა ენერგეტიკამ შეიძლება ზიანო მოგიტანოთ, თუ თქვენი სულიერი თვისებები და ჩანაფიქრები არ შეეფერება ალმასის სისუფთავეს.


წყარო


ამეთვისტო 
  
 მათ, ვინც თებერვალში დაიბადა, ურჩევენ ატარონ ამეთვისტო. მას კიდევ მოიხსენიებენ "სულიერ" ან "დალოცვილ" ქვად. ამეთვისტოს გამუდმებული ტარება დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სულიერი ტკივილებისაგან, მოიპოვოთ სიმშვიდე, წონასწორობა და ჰარმონია. იგი გულწრფელობისა და მშვიდობისმოყვარეობის სიმბოლოა. ზოგიერთი მას განშორების ქვად თვლის, მაგრამ ეს ასე არ არის, უბრალოდ ამეთვისტო ფარდას ხდის სიცრუესა და ღალატს. იგი დაგეხმარებათ ძველი, უბედური სიყვარულის დავიწყებაში და გულს ახალი სიყვარულისათვის გადაგიშლით. ეს ქვა თავის მფლობელს დაიცავს ლოთობისგან და ცდუნებისაგან. თუ თქვენ ფარული ნაკლოვანებები გაქვთ, ამეთვისტო არ მისცემს მათ განვითარების საშუალებას. 

წყარო 


ფირუზი 

ეს ქვა დეკემბერში დაბადებულთათვისაა. სპარსულიდან იგი "ბედნიერების ქვას" ნიშნავს. მისი ტარება წარმატებას მოგიტანთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. იგი შეარიგებს მტრებს, ოჯახში დაამყარებს მშვიდობას, ამას გარდა ფირუზს შეყვარებულების ქვასაც ეძახიან. იგი მუდმივი ახალგაზრდობისა და იმედების სიმბოლოა და სიყვარულში ბედნიერება მოაქვს. 

წყარო 

ძოწი

 თუ იანვარში დაიბადეთ, ძოწი - თქვენი თილისმაა. ეს ქვა აღვიძებს მგრძნობელობას და ვნებას. ასე რომ, თუ თქვენ სიმშვიდე გჭირდებათ, უმჯობესია არ ატაროთ ძოწი, იგი მეტისმეტად აგაფორიაქებთ. მისი ტარება რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, ვინც გადაღლილია ან დეპრესიაშია - იგი დაგიბრუნებთ ცხოვრების ინტერესს, შეგმატებთ სიმხნევესა და ოპტიმიზმს, აგარიდებთ საშიშროებას(განსაკუთრებით მოგზაურობისას), უბედურ შემთხვევებს, დაგიცავთ ღალატისაგან, გათვალვისაგან და ჯადოსაგან(თუ მისი გჯერათ).

წყარო 




მარგალიტი

მარგალიტი თილისმად გამოდგება ივნისში დაბადებულთათვის. საერთოდ, იგი ითვლება მხოლოდ ქალურ ქვად. იგი სიწმინდის, სულიერი სისუფთავის, ერთგულებისა და წმინდა სიყვარულის სიმბოლოა, აძლიერებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს და იცავს ნაღველისა და მელანქოლიისაგან. მარგალიტი დაეხმარება თავდაჯერებულ და თავისი საქმის ფანატიურად ერთგულ ადამიანებს - აძლევს მათ საშუალებას იაზროვნონ ობიექტურად და ეხმარება შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში. მარგალიტი შეიძლება იქცეს ადამიანის ჯანმრთელობის ან ხასიათის ბარომეტრად. უწესო, ბოროტი ადამიანის ხელში იგი მუქდება ან სულაც იმსხვრევა. ქვის გამუქება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების სიგნალიც.

წყარო 


ზურმუხტი 


თუ მაისში დაიბადეთ, თქვენი თილისმა ზურმუხტი შეიძლება იყოს - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ძვირფასი ქვა. ამ ულამაზეს მწვანე ქვას ბედნიერების თილისმასაც უწოდებენ. ზურმუხტი დაგიცავთ ყველაფერი ცუდისაგან, მოგანიჭებთ მხიარულებასა და სიხარულს, მფლობელის მიმართ იწვევს სიმპათიას და ვნებიან, ერთგულ სიყვარულს. ამას გარდა ზურმუხტი - ნამდვილი მკურნალია. იგი აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს გულს და მწყობრში მოყავს ორგანიზმის ყველა სისტემა.

წყარო 


ოპალი

ეს ქვა მარტის თვეში დაბადებულთათვისაა. მან თავისთვის წყლის მაცოცხლებელი ძალა აირჩია, ამიტომ ყველაზე მეტად გამოადგებათ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. ოპალმა წყლისგან არა მხოლოდ ენერგეტიკა აიღო, არამედ საოცარი ფერებიც. არსებობს ოპალი შავი, თეთრი და მოცისფრო ელფერით. ამასთან, ქვას შეუძლია ფერის შეცვლა: თუ იგი გაღიავდა - კარგი ამბავი მოხდება, ხოლო თუ გამუქდა - ცუდს უნდა ელოდოთ. ოპალი ეხმარება ურთიერთგაგებას და მეგობრული და ნათესაური კავშირების გამყარებას.  

წყარო 


ლალი 

მათთვის, ვინც ივლისში დაიბადა. ეს არის ძალაუფლების, სიძლიერის და ცეცხლის სიმბოლო. მისი სტიქია - სიყვარულია. წითელი ლალი შეყვარებულების გულებში ვნებას აღვივებს და თავბრუდამხვევ გრძნობებს. ლალი - ლიდერების ქვაა. იგი მათ ანიჭებს ძალას, უშიშარობას, ახალ გამარჯვებებს ჰპირდება და შემოქმედებით იმპულსებს. ხოლო მშვიდ, მორცხვ ადამიანებს ანიჭებს თავდაჯერებას და დაეხმარება მათ კომპლექსებისაგან თავის დაღწევაში. ამას გარდა, ლალი დაგიცავთ ავი თვალისაგან და აღგიდგენთ დახარჯულ ძალებს. 

წყარო 


აფირონი

ეს ქვა თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. იგი "ბრძენების" ქვაა და კეთილშობილების სიმბოლოა, რომელიც კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს. იგი აძლიერებეს გონიერებას და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისაკენ. საფირონი ავითარებს მეხსიერებას, აღვიძებს შეცნობის სურვილს და იწვევს შემოქმედებით შთაგონებას. საფირონი თავის მფლობელს დაიცავს ჭორებისა და შიშისაგან, დაიცავს მოგზაურობების დროს. მაგრამ იგი ძლიერ პიროვნებებსა და ალტრუისტებს ეხმარება, ეგოისტებს კი სარგებლობას არ მოუტანს.

წყარო 


ტოპაზი

ტოპაზი ნოემბერში დაბადებულებს გამოადგებათ. იგი ცნობილია, როგორც "მძიმეწონიანი" - რადგან ადამიანს გადასცემს სხვებზე ზემოქმედების შესაძლებლობას. მის მფლობელებს შეუძლიათ გარშემომყოფები თავის ნებას დაუქვემდებარონ და შთააგონონ საკუთარი აზრები. ზოგიერთები ტოპაზს შინაგანი გაბრწყინების ქვასაც ეძახიან. იგი ამძაფრებს რეაქციას გარემოს მიმართ, ავითარებს ინტუიციას, ფარდას ხდის საიდუმლოებებს და რაც მთავარია, მფლობელისათვის სიმდიდრე მოაქვს. 

წყარო 

                                                                                                                               
ქრიზოლითი

თილისმას წარმოადგენს აგვისტოში დაბადებულთათვის. დაგიცავთ ცეცხლისა და ხანძრისაგან, საშიშროებებისაგან და ღამის კოშმარებისგან. ამ ქვას ნორმალიზებაში მოყავს ნერვული სისტემა, მოგაშორებთ შურის შეგრძნებას, დაგიცავთ სულელური საქციელისაგან და უწმაწური სიტყვებისაგან. დაგეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში და კონფლიქტების არიდებაში, ხელს უწყობს მეგობრობას და ოჯახურ ბედნიერებას.  

წყარო 


იასპი

მრავალგვარი შეფერილობისაა, ყველაზე ცნობილია წითელი და მწვანე ნაირსახეობა. შეიძლება იყოს მჭახე ფერის, ჭრელი ან ლაქებიანი.
ცნობილია პალეოლითის ხანიდან. აღმოსავლეთის ქვეყნებში ითვლება სილამაზის, სიმდიდრისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ. ძველ საბერძნეთში იყენებდნენ ავი თვალისაგან დასაცავად. პუშკინი ატარებდა სამაჯურს მწვანე იასპის თვლით და მიიჩნევდა მას სიყვარულში წარმატების ნიშნად.
მისი ყიდვა რეკომენდირებულია მთვარის კალენდრის 22-ე დღეს.
იცავს ადამიანს დაავადებებისაგან. ამცირებს სისხლდენის ინტენსიობას, შველის კუჭის დაავადებებს, ამახვილებს ყნოსვას, შველის ეპილეფსიას, ციებცხელებას, ქრონიკულ დაავადებებს, სეფსისს. ვერცხლში ჩასმული იასპი იცავს გაციებისაგან, წყლულებისაგან, ამსუბუქებს მშობიარობას.
მწვანე იასპი აფრთხობს ავ სულებს, ჰალუცინაციებს. აუმჯობესებს უფროსობასთან ურთიერთობას. ცივი ფერის იასპის თილისმა განიჭებთ წინასწარხედვის ნიჭს და აღმოგაჩენინებთ თვალისათვის დაფარულს.
რეკომენდირებულია კუროებისა და ქალწულებისათვის.


წყარო